მე ვარ ბექა მაისურაძე, პროფესიით FullStack Developer და მენტორი ამავე მიმართულებით. უპირველესად, ცოტაოდენი მინდა ჩემს საქმიანობასა და სტაჟზე მოგიყვეთ: ორ წელზე მეტია, რაც დეველოპერი ვარ და ამ დროის განმავლობაში არაერთი განხრით მაქვს მიღებული გამოცდილება. ამიღია Freelance პროექტები, ასევე მიმუშავია დეველოპერულ კომპანიაშიც სხვადასვა სახის შეკვეთებზე(და ახლაც ამ მიმართულებით ვაგრძელებ ჩემს კარიერას). ამასგარდა, შეხება მქონია, ჩემთვის ყველაზე საინტერესო სფეროსთან, რაც სხვადასხვა startup პრობლემების გადაჭრას გულისხმობს, რომელიც ხშირ შემთხვევაში დიდ გამოწვევებთან არის დაკავაშირებული მათი ინოვაციურობიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ჩემი ბოლო და საინტერესო პროექტი მოიცავდა AI ტექნოლოგიის დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესის პროცესების გასამარტივებლად, რომელიც დღემდე აქტიურად ვითარდება. აქედან გამომდინარე, ამ დროის განმავლობაში საკმაოდ მრავალმხრივი და მნიშვნელოვანი ცოდნა დავაგროვე დეველოპმენტის განხრით, რომელიც მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ.
უშუალოდ მენტორის პოზიციაზე უკვე 1 წელზე მეტია რაც ვმუშაობ და ამ დროის განმავლობაში მყავს არაერთი ისეთი სტუდენტი რომელიც დასაქმდა როგორც ქართულ, ისევე უცხოურ ბაზარზე. ამასგარდა, ბევრმა მათგანმა შეძლო Freelance პროექტების აღება და კარიერის ამ კუთხით გაგრძელება.
ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ამ საქმიანობას AlgoUni-ს სახელით ვაგრძელებ და შემეძლება კიდევ მრავალ თქვენგანს გავუზიარო ჩემი ცოდნა და დავეხმარო დასახული მიზნების მიღწევაში.
აქედან გამომდინარე, ამ დროის განმავლობაში უამრავი ცოდნა დავაგროვე Web development-ში, როგორც Front-ის, ისე Back-ის განხრით, რომლისაც თქვენთვის გაზიარება მინდა. შესაბამისად ორივე მხრივ კომპეტენტური ვარ და შემიძლია თქვენთვის ნებისმიერი დახმარების გაწევა.
| დღე | დრო |
|---|---|
| ორშაბათი | 19:00 - 23:00 |
| სამშაბათი | 19:00 - 23:00 |
| ოთხშაბათი | 19:00 - 23:00 |
| ხუთშაბათი | 19:00 - 23:00 |
| პარასკევი | 19:00 - 23:00 |
ეს არის ჩემს მიერ ოფიციალურად დაწესებული საათები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი საქმიანობის გამო ძირითადი დროის გატარება კომპიუტერთან მიწევს, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომწეროთ ინდივიდუალურად თუკი რაიმე კითხვა გექნებათ, რაც იმას ნიშნავს რომ მენტორის მომსახურება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიიღოთ (მათ შორის შაბათ-კვირასაც).
დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით


